ჩემს წინ ერთი საზიზღარი მოხუცი ნაკომანი მიაბიჯებს ,გაცრეცილი ჯინსები , დახეული ბოტასები და ჟანგისფერი პერანგი აცვია, კიდევ რაღათქმაუნდა შავი ცხვირსახოცი კისერზე, ეგ განუყოფელი ნაწილია მაგათთვის . საზიზღარი თამბაქოს სუნი ასდის , თითები გაყვითლებული აქვს , სახე უსიცოცხლო და უმეტყველო, თვალები ჩამქრალი - მოსიარულე ზომბია , უსულო -მკვდარი ადამიანი! მაპატიეთ ადამიანებო ესეთ "რაღაც არსებას" ადამიანი რომ ვუწოდე, მაგრამ დიდად არც თქვენ განსახვავდებით . . .(ამისთვისაც პატიებას ვითხოვ)
რაც შეეხება ჩემს ხსენებულ ნარკომანს იმის ახსნა მინდოდა თუ რატომ გამაღიზიანა ესე ძალიან
-მიუხედავად იმისა რომ მისი თვალები უსიცოცხლოა მასში რაღაც საშინელი სიცარიელე მოსჩანს ,სადაც თითქოს გითრევს , გბორკავს და და შენს ჩაკარგვას ცდილობს. . .
თმები ვერცხლისფერი აქვს , სახის ნაკვთები არც ისე უხეშია, რომ არა ცხოვრების ეს გზა .. კარგი ცხოვრება ექნებოდა,
სიმართლე რომ ვთქვა ზიზღს კი არ ვგრძნობ (უკვე გამიარა) უფრო მეტად მებრალება ,
მაგრამ ჩემი აზრით სიბრალულს ზიზღი სჯობს, მისთვის კი სულერთი იქნებოდა.
-წელში ცოტა მოხრილია , გულზე დაკიდებული ღვთისმშობლის ხატი მოუჩანს (ვფიქრობ და ვერ გამიგია რა დატვირთვა უნდა ქონდეს მისთვის ამ ხატს, უცნაურად მეჩვენება ) სიარულის მანერა თავდაჯერებული იდიოტის აქვს ,თითქოს ამ ცხოვრებაში რაიმე ღირებული გააჩნდეს
( ნეტავ ოჯახი მაინც თუ ყავს ან თუ ყავდა? და თუ ყავს რა ფასი აქვს მისთვის ამ ყველაფერს? ) ხალხს ზედაც არ უყურებს , ხელში დაკუჭული ქაღალდი უჭირავს , სანაგვესს გვერდი აუარა და ქუჩაში მოისროლა , ვის გაუკვირდება მზგავსი საქციელი???
ქუჩა ხომ ისედაც სავსეა მოსიარულე ნაგვებით და განა ამ დაჭმუჭნულ ფურცელს შეუძლია მეტად დააბინძუროს გარემო?
... მაოცებს მისი თავდაჯერებულობა ,
-მისი უსიცოცხლო სხეულის მოძრავი მდუმარება,
და ისევ ზიზღი მიპყრობს. . .
მას უკვე ვეღარ ვხედავ მაგრამ მასზე ვფიქრობ ... ნეტავ როგორი იყო მისი ცხოვრება ან როგორი იქნებოდა ან რეალურად როგორია ...

.jpg)
